საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვეს.
ღარიბაშვილის თქმითვე, მმართველი პარტია არჩევნებში ხმების 53-ს ელოდება.
„ჩვენ რა თქმა უნდა არჩევნებზე გავალთ, ძალიან ძლიერად. ყველამ იცის, ყველა ოპოზიციონერმა იცის, რომ ყველა მუნიციპალიტეტში დამაჯერებლად მოვიგებთ. არა 43%-ს, არამედ 53%-ს ველოდებით, რაც გადაეცით ყველას. დანარჩენი ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.











