ის, რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა “ფორმულასთან” ინტერვიუში განაცხადა.
ევროპარლამენტარი თვლის, რომ ბოიკოტი გამოსავალი არ არის და ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტში უნდა შევიდნენ.
“მე თავიდანვე ვისურვებდი, რომ არ ყოფილიყო ბოიკოტი და მოვუწოდებდი, რომ შებრძანებულიყვნენ და დაეკავებინათ სავარძლები საქართველოს პარლამენტში. მე როგორც ევროპარლამენტარი ვიმუშავებ მხოლოდ რეალურ პარლამენტარებთან. ბოიკოტი არ არის გამოსავალი. მე თუ ვიღებ მონაწილეობას არჩევნებში და არ შევდივარ პარლამენტში, არ ვიკავებ სავარძელს, მაშინ მე ფაქტობრივად ვღალატობ ჩემს ამომრჩეველს. ბოიკოტი ნამდვილად არ არის გამოსავალი და ის, რომ ქუჩიდან მოხდება გადატრიალება ან ხელისუფლების შეცვლა, ჩემთვის აბსოლუტურად და კატეგორიულად მიუღებელია”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა “ფორმულასთან” ინტერვიუში.










