უმრავლესობის წევრი, მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება.
როგორც ყაველაშვილი ამბობს, გადაწყვეტილება ხალხის ნებიდან გამომიდნარე მიიღეს.
„ჩემი პოზიციის გახმოვანებისგან თავს შევიკავებ, ჩვეულებრივი პროცესია, გუნდის შიგნით იყო მსჯელობა არც თუ ისე მცირე ხანი და პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა უკვე განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი დღევანდელი პოზიციაა და თავს შევიკავებთ არსებული გადაწყვეტილებიდან. როცა საჯარო სივრცეში შემოდიხარ, პასუხისმგებელი ხარ ქვეყნის განვითარებაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციური პარტიის წევრებს, რომ გააანალიზონ და ის რაც გამოხატა ქართველმა ამომრჩეველმა მათ სასარგებლოდ ასახონ პარლამენტში მუშაობით. ყველა ჩვენი გადაწყვეტილება არის გამოწვეული პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მგონი ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მარტივად გასაგებია“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ცნობისთვის, უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღეს მიიღო.











