რესპუბლიკელი კონგრესმენი და სენატში ადამ კინზინგერი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
როგორც კონგრესმენი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, მას გადაწყვეტილი აქვს გაარკვიოს,ვინ იდგა ლგბტ თემზე ძალადობის უკან.
„ვაკვირდები ძალადობას თბილისში და მხარს ვუჭერ ჩვენი საელჩოს განცხადებას. გადაწყვეტილი მაქვს გავარკვიო ვინ იდგა ლგბტ თემზე ძალადობის უკან. ამერიკას სჯერა თავისუფლების“,- წერს ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის 5 ივლისს, აქციაზე, რომელიც თბილისი პრაიდის წინააღმდეგ გაიმართა, დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟების მიერ ჟურნალისტებისა და ოპერატოპრების მშვიდ ადგილზე გადაყვანა გახდა საჭირო.
მოძალადეებმა დაარბიეს „სირცხვილიას“ და „თბილისის პრაიდის“ ოფისიც.
ამასთან, 6 ივლისს პარლაენტთან მშვიდობიანმა მოქალაქეებმა მდუმარე აქცია ჩაატარე, რომელსაც „თბილისი პრადიცი“ შეუერთდა. მდუმარე აქციის პარალელურად, რუსთაველზე მოძალადე ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებსაც პოლიცია აკავებდა. მას შემდეგ, რაც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს, მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ მიცვივდნენ და ევროკავშირის დროშა ჩამოხიეს.
I have been monitoring the violence in Tbilisi, and stand by our embassy’s statement. I am committed to discovering who was behind the violence on the LGBT community. America believes in freedom. https://t.co/eMyNDYx8J9
— Adam Kinzinger (@RepKinzinger) July 6, 2021











