გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 6 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი” ავრცელებს.
„ჩუღურეთის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წინამძღვრიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“,-აღნიშნულია „თელასის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










