გადაუდებელი სამუშაოების გამო, 13 იანვარს თბილისის ზოგიერთ რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
საბურთალოს რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოთუას და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.
კრწანისის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ლომინაძის, ჟორდანიას, თელეთის და ღოღობერიძის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ატენის და ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას. გლდანის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გობრონიძის, შენგელაიას, ხევძმარის, ბრონშტეინის და ონის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.










