გადაუდებელი სამუშაოების გამო, 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია „თელასი“ ავრცელებს.
მთაწმინდის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დუმბაძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონში გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის(ნაწილობრივ) მოსახლეობას. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.










