რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელი ლევან გოფოძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ კლინიკა კარანტინის რეჟიმში არ გადადის.
მისივე განმარტებით ინფიცირებული მედპერსონალიდან ერთი დამლაგებელია სამი კი სანიტარი.
„2 დღის წინ დავასრულეთ მედპერსონალის დატესტვა. ახლა რადგან ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა ისევ დავტესტავთ თანამშრომლებს. ჯერჯერობით უცნობია ინფიცირების წყარო, ამჟამად მოკვლეულია 9 კონტაქტი, მათთან ჩატარებული ტესტის პასუხი არის უარყოფითი და ისინი იზოლაციაში არიან გადაყვანილნი“, – ამბობს ლევან გოფოძე.











