გიორგი გახარიამ საკუთარი პარტია წარადგინა. ამ წუთებში „ექსპოჯორჯიაში“ პარტიის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
მან იმ მიზეზებზეც ისაუბრა, თუ რატომ მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
„გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს, რიგითი მოქალაქეების პრობლმებს, რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მოქალაქეებზე ზრუნვა.
გადავდექი იმიტომ, რომ 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ადარებდა 15 წლის წინანდელ წარსულს და ამით პერსპექტივას უკლავდა განვითარებას“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.











