გაერო-ს მონაცემებით, წელს ავღანეთში სამთავრობო ძალებსა და „თალიბანს“ შორის დაპირისპირების შედეგად 2 117 მშვიდობიანი მცხოვრები გარდაიცვალა, 3 822 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ავღანეთი მსოფლიოში მშვიდობიანი მცხოვრებლებისთვის ყველაზე საშიშ ადგილებს შორის რჩება“, – ნათქვამია გაერო-ს ანგარიშში.











