გაერთიანებულ სამეფოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის რეკორდული, 33 470 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაერთიანებულ სამეფოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 290 195-მდე გაიზარდა.
ამასთან, ვირუსს კიდევ 563 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 50 928-ს მიაღწია.
ცნობისთვის, ინგლისში 2 დეკემბრამდე 1-თვიანი საყოველთაო კარანტინია დაწესებული.











