ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან გაერთიანებული ოპოზიცია საპროტესტო აქციას მართავს. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ქვეყანაში არ მუშაობს არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის ცესკო და სასამართლო, ამიტომ, მათი განცხადებით, დარჩათ მარტო ერთადერთი – ქუჩის გზა. ისინი მოითხოვენ ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
შეკრებილებს ხელთ აქვთ ტრანსფარანტები წარწერით – „ალიბაბა და 40 ყაჩაღი 41 გამოდის”, „ხალხის ხმების ქურდები ციხეში.
ზუგდიდის ენმ-ს შტაბის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, მას სამართალდამცველებმა უთხრეს, რომ საოლქო კომისია ადგილზე არ იმყოფება, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რას იცავენ მაშინ პოლიციელები. მან მოქალაქეებს საოლქო კომისიასთან შეკრებისკენ მოუწოდა.
ავტორი: თეა შონია











