“მოვუწოდებთ სახელმწიფოს, 10 დღის განმავლობაში შეიმუშავოს სამოქმედო გეგმა და გახსნას რესტორნები თავიდან ბოლომდე”, – ასე ეხმაურება “გასტრონავტის” თანადამფუძნებელი, ლევან ქოქიაშვილი მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 15 თებერვლიდან რესტორნები შეძლებენ, ამოქმედდნენ ღია სივრცეში.
ქოქიაშვილმა პაატა იმნაძის განცხადებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ იმნაძეს სახლში საცივს გაუგზავნის.
„მე გავუგზავნი ძალიან გემრიელ საცივს ბატონ პაატას სახლში, როგორ მოეწონება გასინჯოს. მე არ მომწონს მისი რეცეპტით შექმნილი ეს პროცესები, მას, დარწმუნებული ვარ, ჩემი საცივი ძალიან მოეწონება.
გაიგეთ ეპიდემიოლოგებმა, რომ ეს არ არის ბუფეტები, რომლებიც თქვენს ახალგაზრდობაში იყო და ხვევნა-კოცნა, მტლაშა-მტლუში მიმდინარეობდა.“ – განაცხადა მან.
მე საცივის გაკეთებას არავის ვასწავლი, ყველამ თავის საქმეს მიხედოს – პაატა იმნაძე რესტორატორებზე











