fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გახარია: ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა, სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა

18:30 აგვისტო 18, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
854
ნახვა

ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა, სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ჩვენი ბავშვების და ჩვენი მომავალი თაობისათვის, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ლანჩხუთის ახალი ოფისის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის საჭიროა, როგორც კეთილსინდისიერი ახალგაზრდები, ისე გამოცდილი პროფესიონალები.

„არავინ ვლანძღოთ, არავის ვეჩხუბოთ, არავის ვეომოთ – უბრალოდ ვიშრომოთ, ლანჩხუთის, გურიის და ამ ქვეყნის – ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის – ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი“, – მიმართა გიორგი გახარიამ შეკრებილ მხარდამჭერებს.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა “ქართულ ოცნებაში“ დარჩენილ მეგობრებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ერთად ბევრი საქმე გააკეთეს, თუმცა ბოლო წლების მანძილზე ქვეყანა ერთ ადგილზე იდგა და ეს გახარიას გუნდისთვის მიუღებელი იყო.

მისი თქმით, „ოცნების“ ხელმძღვანელობიდან წამოსული ტენდენციები არათუ ერთ ადგილზე ტოვებს, არამედ უკან ხევს და წარსულში დაბრუნების საფრთხეს უქმნის ქვეყანას.

„ერთ ადგილზე დგომა იყო ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დიდი გამოწვევა – ეს ჩვენთვის გაუგებარი იყო. ახლა ზოგიერთი ისე იქცევა, რომ, სამწუხაროდ, ჩემდა გულგასატეხად – უკვე წარსულშიც გვაბრუნებენ და ეს არ უნდა დავუშვათ! ოღონდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდად, ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად – არჩევნების გზით – ყველაფერი ისე უნდა გავაკეთოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, როგორც ჩვენ შეგვეფერება“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე განმარტებით, მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ დღეს საქართველოში სამართლიანობის შეგრძნება იკარგება, რის აღდგენასაც მისი პარტია შეეცდება. გახარიამ ასევე აღნიშნა, რომ პარტიის და მხარდამჭერების მოქმედებები ყოველთვის უნდა იყოს მშვიდი და ღირსეული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოქმედებების მიუხედავად.

„არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ როგორ მოგვექცევიან, მთავარია ჩვენ ღირსება არ დავკარგოთ და ღირსებით, კეთილსინდისიერი პროფესიონალებით, ახალგაზრდებით, ჯერ დავიწყოთ ლანჩხუთში უფრო სწრაფი განვითარება და ყველამ ერთად უნდა მივხედოთ ამ ქვეყანას. ძლიერი რეგიონის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ არსებობს , ეს არის ყველაზე მნიშვნელოვან”, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარიამ მხარდამჭერებს მიმართა, რომ მათი პასუხისმგებლობა მოსახლეობისთვის პარტიის პროგრამული ხედვების, ღირებულებების, გეგმების, მიზნების გაცნობაა, ხოლო მოქალაქეები თავად გადაწყვეტენ ვის მისცენ ხმა და როგორი მომავალი სურთ.

„უნდა დაველაპარაკოთ ჩვენს ლანჩხუთელებს, იმისთვის, რომ ავუხსნათ, რა არის ჩვენი მიზანი, ხოლო ვის მისცემენ ხმას – მათი გადასაწყვეტია. ჩვენ მხოლოდ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ხალხს ჩვენი გეგმა ავუხსნათ. მოვუყვეთ, სად და როგორ მივდივართ, რა არის ჩვენი ფასეულობები. მთავარია, რომ ჩვენ არ გვინდა ქვეყნის უკუსვლა და სამწუხაროდ ასეთი ტენდენციები შეიმჩნევა. ჩვენ უნდა წავიდეთ წინ, ჩვენი ბავშვების და ჩვენი მომავალი თაობისათვის“, – განაცხადა გახარიამ.

თეგები: 2021 წლის არჩევნებიგიორგი გახარია

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატი მკვეთრი უპირატესობით იგებს

ოქტომბერი 3, 2021
772
მთავარი ამბავი

რუსთავში ბოლო მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს, თუმცა მეორე ტური მაინც გაიმართება

ოქტომბერი 3, 2021
772
მთავარი ამბავი

ცესკოს წინასწარი შედეგებით, თბილისში არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ 40.64% აქვს, „ნაცმოძრაობას“ 29.38%

ოქტომბერი 3, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია