პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აშშ-ს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს ვულოცავ 4 ივლისს! მთელი გულით ვუერთდები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის დამოუკიდებლობის დღესასწაულს. საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს საერთო ღირებულებები და მომავალი მჭიდროდ აკავშირებთ”, – წერს გახარია.











