მოქალაქე, რომელიც სამშობლოში დაბრუნდება და თან PCR ტესტი ექნება, საკარანტინე სივრცეს აღარ გაივლის. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„მას შემდეგ რაც დაემატება დამატებითი ფრენები, საკარანტინე სივრცეებში შემოსულ ჩვენს მოქალაქეებთან მუშაობა შეიცვლება
ყველა მოქალაქეს, რომელიც ბრუნდება სამშობლოში და თან ექნება PCR ტესტი, მას საკარანტინე სივრცე აღარ დასჭირდება. მას შეუძლია გადავიდეს თვითიზოლაციაში 12 დღე და ეს არის ის მოთხოვნა, რომლიც მან უნდა დააკმაყოფილოს.
თუმცა ისინი, ვისაც არ ექნებათ PCR ტესტი, შეეძლებათ ზუსტად ისევ ისე გამოიყენონ საკარანტინე სივრცე, როგორც ადრე“,- განაცხადა პრემიერმა.











