“ბუნებრივია გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს“,- ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ „კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა“.
„შეხედეთ მაგის ხელწერას და ასევე „ნაცმოძრაობის“ და მათი ლიდერების, მათ შორის, „მთავარი არხის“ და „ტვ პირველის“ კამპანიას. ბუნებრივია, გახარია სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ მოკავშირეა, ეს ხომ ძალიან მარტივად ჩანს. უყურებთ რა ხდება, როგორი სინქრონული კოორდინაცია აქვთ ერთმანეთში.
კაცი, რომელიც იმის გამო გადადგა, რომ მელია არ დაეჭირათ, კანონი არ აღასრულა, ყველაფერს აკეთებს, რომ მეორე ტური ჩატარდეს თბილისში. ასეთი კაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა გახარიამ“, – აღნიშნავს პრემიერი.











