გიორგი გახარიას ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ამ საქმეს ასეთ სალაპარაკოს არ გავხდიდი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
„წავიდოდი და ანალიზს ჩავაბარებდი სამხარაულის ბიუროში თუ ევროპაში, რათა მეჩვენებინა, რომ დაწყებულია უაზრო კამპანია. ადამიანის მიმართ რომ არაფერია დამტკიცებული და აბრალებ, რომ „კოკაინშიკია“, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია. გახარიას აქამდე არ უნდა მიეყვანა, სალაპარაკო არ უნდა გაეხადა, რადგან როცა კამპანია კალაძემ დაიწყო, გასაგები იყო, რომ გახარიასკენ იყო მიმართული“, – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ მერობის კანდიდატებს ნარკოტესტის გავლა 4 სექტემბერს შესთავაზა. გუშინ გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ავსტრიაში ნარკოტესტი უკვე ჩააბარა.











