ცდილობს თუ არა პროკურატურა გიორგი გახარიას გადარჩენას – ამ კითხვაზე ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერს გადასარჩენი არაფერი სჭირს.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით , რომ ამ წერილს არანაირი კავშირი არ ჰქონდა გახარიასთან. ნამდვილად მინდა კომენტარის სახით გავაკეთო, რომ გადასარჩენიც გახარიას არაფერი სჭირს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ოპოზიციის განცხადებით, პროკურატურის ვერსია, რომ ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე გიორგი გახარიას ანაბეჭდი არ აღმოჩნდა, თავად გახარიას გადარჩენის მცდელობაა.











