გიორგი გახარიას გუნდის წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაზე კახა კუჭავას მხარი არ დაუჭირა რადგან გაუგებარია მიზეზი, რის გამო გადადგა არჩილ თალაკვაძე.
“არ დავუჭირეთ კანდიდატურას, ზოგადად, მხარი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც აქვს მმართველი გუნდის მხრიდან აღებული პასუხისმგებლობა, რომ 2024 წელს აკეთებს განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე, ეს პირველ რიგში მოიაზრებს ძლიერ სახელმწიფო ინსტიტუტებს და მე ვერ ვხედავ სიძლიერეს საპარლამენტო ინსტიტუტში, როდესაც მმართველი ძალა ყოველმხრივ გაუგებარი მიზეზების გამო ცვლის პარლამენტის თავმჯდომარეს და თავისი პარტიის წევრებსაც ამ ინფორმაციას ბოლო წუთამდე არ უმხელს,” – განაცხადა პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა.











