პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა შეუძლია, რასაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოჰყვება.
„დაახლოებით ოცი დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოჰყვება ვადამდელი არჩევნები. ანუ გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა, მითუმეტეს, რომ „ოცნება“ მელიას ფიგურის ნიველირებას ცდილობს.
მიზანი გამარჯვებული რჩება გახარია და არა მთელი ამხელა ოპოზიცია, რომელიც ვერაფერს აკეთებს. თუ ეს სქემა მართლაც ამუშავდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის სქემა იქნება“,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საკუთარი გეგმების შესახებ მალე ისაუბრებს.











