სამართალდამცველებმა ბიზნესმენ ლერი სულაბერიძეზე თავდასხმის საქმეზე დავით მურვანიძე დააკავეს.
მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან, თუმცა დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
„უნდოდათ მისგან მიეღოთ სასურველი ჩვენება. უთხრეს ნარკოტიკებზე დაგაკავებთო, მაგრამ მერე ბრალი შეუტყობინებლობაზე წარუდგინეს. ავტომობილი გაჩხრიკეს, თუმცა კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ”, – აცხადებს ადვოკატი თემურ ადონია.
შეგახსენებთ, 28 ივლისს წყნეთში „ვერის საძმოს“ ყოფილი წევრის, ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ლერი სულაბერიძის ავტომანქანას ესროლეს. სროლის დროს თავად სულაბერიძე არ დაშავებულა. მოგვიანებით სამართალდამცველებმა თავდასხმის ფაქტზე ირაკლი ღლონტი დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარუდგინეს.











