საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტმა გალის მკვიდრის, ბიზნესმენ ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყო.
„გამოძიება სს კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს“, – განმარტავენ შსს-ში.
აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის მოკვლევით 5 სექტემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ტყვარჩელის რაიონის სოფელ რეჩხში შავებში ჩაცმულმა, შეიარაღებულმა და ნიღბიანმა პირებმა ჯემალ სოსელიას ავტომობილი გააჩერეს და გალის რაიონის სოფელ დიხაზურგის მიმართულებით წაიყვანეს, რის შემდეგ მისი კვალი იკარგება.
ავტორი: თეა შონია











