19 წლის ფეხბურთელის საქმის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, ფოტოგრაფმა იაკობ ბრეგვაძემ შსს-ს შენობა დატოვა.
ბრეგვაძემ ჟურნალისტების კითხვებს 19 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ გამოძიებას არაფერს უმალავს.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.
19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე გუშინ 17 პირი დააკავეს.











