ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გამოჯანმრთელდა პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში 28 დღის განმავლობაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა მძიმე იყო, – ამის შესახებ კლინიკა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა, მამია ყიფიანმა განაცხადა.
ამ დროისთვის კლინიკა „ბომონდში“ 120 პაციენტი რჩება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 358 პაციენტი, ხოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 33 ინფიცირებული.











