„გამოსავალი არის ერთი, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება. სწორედ ახალ არჩევნებზე გადის სტაბილურობის გზა. იმედი მაქვს, ამაში რომ დავარწმუნეთ“,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მაიკ პომპეოს მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი პოზიციის იმ ნაწილში, რომელიც ეხება არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებს, არანაირი ძალისხმევა არ დაგვჭირვებია, რომ დაგვერწმუნებინა. დარღვევებს ეთანხმება როგორც აშშ-ის საელჩო, ისე ყველა ჩვენი პარტნიორიც.
რაც შეეხება იმას, რამდენად მისაღებია გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში მონაწილეობა. ჩვენი ამოცანა არ არის ქუჩაში გასვლა და დესტაბილიზაცია.
ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, მაგრამ იმ ხარისხის დარღვევებმა, რომლიც დაფიქსირდა არჩევნებზე, შეუძლებელი გახადა ეს ყველაფერი ახალი არჩევნების გარეშე. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, ეს არის ახალი არჩევნების ჩატარება. სწორედ ახალ არჩევნებზე გადის სტაბილურობის გზა. იმედი მაქვს, ამაში რომ დავარწმუნეთ“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.











