fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, შეეძლება თუ არა აბიტურიენტს კორონავირუსის გამო გამოცდების სახლიდან ჩაბარება

15:32 ივნისი 4, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
825
ნახვა

უკვე მეორე წელია პანდემიის გამო აბიტურიენტებს გამოცდების ჩაბარება განსხვავებული ფორმატით უწევთ. კორონავირუსის გამო გამოცდებზე დაშვების და მოქცევის წესები შეიცვალა. საინტერესოა, იქნება თუ არა წელს რაიმე სიახლე აბიტურიენტებისთვის.

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, კოვიდდადასტურებული აბიტურიენტებისთვის სპეციალური რეკომენდაციები მუშავდება, რის შესახებაც აბიტურიენტებს დაახლოებით, ორ კვირაში ეცოდინებათ.

ამასთან, სოფიო გორგოძე გამორიცხავს, რომ გამოცდები აბიტურნეტმა კორონავირუსის გამო სახლიდან ჩააბაროს.

რაც შეეხება აბიტურიენტებს, რომლებსაც გამოცდის დღეს ტემპერატურა დაუდასტურდებათ, გორგოძის თქმით, ისინი გამოცდას სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ჩააბარებენ.

“მზად ვართ ასეთი აბიტურიენტების მისაღებად. გვაქვს სპეციალურად გამოყოფილი სივრცეები, სადაც ის აბიტურიენტები განთავსდებიან, ვისაც ტემპერატურა გამოცდის დღეს დაუფიქსირდებათ. წელსაც ისევე, როგორც წინა წელს, გვექნება ფარები და დაცული იქნება თითოეული მერხი. ვფიქრობ, წელს კიდევ უფრო მეტად მომზადებული ვიქნებით ამ პროცესისთვის, ვიდრე შარშან ვიყავით. ყველა საკითხი, რაც კოვიდს ეხება არის იმ რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ გაგვიწერა. სავარაუდოდ, ბევრი რეკომენდაცია იგივე დარჩება, თუმცა, არ გამოვრიცხავ, დაზუსტდეს გარკვეული რეკომენდაციები. ასევე, ინფიცირებული აბიტურიენტების მართვის შესახებ გვექნება დამატებით ბრიფინგი, სადაც ყველაფერს დეტალურად მოგახსენებთ”,- განაცხადა გორგოძემ.

მისივე თქმით, ცენტრი ცდილობს თავი აარიდოს გამოცდის საგამოცდო ცენტრს გარეთ, მაგალითად, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებას.

წელს ჯამში 25 საგამოცდო ცენტრი იქნება, ამათგან 11 იქნება თბილისში, 3-3 ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო დანარჩენ ლოკაციებზე თითო-თითო საგამოცდო ცენტრი იქნება.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.

თეგები: აბიტურიენტებიერთიანი ეროვნული გამოცდები

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

რეგისტრირებულ აბიტურიენტთა 76%-ზე მეტი სტუდენტი გახდა

აგვისტო 30, 2021
803
საზოგადოება

აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლა დღეს, 18:00 საათამდე შეეძლებათ

აგვისტო 25, 2021
781
მთავარი ამბავი

უცხოურ ენებში ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა

აგვისტო 3, 2021
825

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია