„ბილისის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე თვითნებურად გააკრეს პლაკატები და დაამახინჯეს ქალაქის იერსახე. სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდებიან კანონის შესაბამისად.
თბილისის მერია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დავიცვათ კანონი და გავუფრთხილდეთ დედაქალაქის იერსახეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მასშტაბით დღეს დილით პლაკატები გამოჩნდა წარწერით – „არა ნაცებს, არა ბოროტებას“.











