ეპიდემიის დამარცხების გზა მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაციაზე გადის,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ვაქცინების მარაგი ქვეყანაში ფართოვდება.
„სხვა იარაღი ქვეყანაში ეპიდემიის დამთავრების არ არის. ერთადერთი გზა მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე გადის. ჩვენ თუ შევასრულებთ წელს ჩვენს დასახულ მიზანს და მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს ავცრით, დარწმუნებულები ბრძანდებოდეთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიას წერტილი დაესმევა,“ – განაცხადა გამყრელიძემ.











