ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში მილიონზე მეტი „ფაიზერის“დოზა უნდა იყოს შემოტანილი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მომავალ კვირაში კიდევ დამატებით დაახლოებით, ამ მოცულობის ვაქცინა უნდა შემოვიდეს. ივლის-აგვისტოში ჩვენ გვექნება „ფაიზერის“ 500-600 ათასი დოზა. დანარჩენის შემოტანა თანდათან გაგრძელდება და სადღაც, ოქტომბრის ჩათვლით ქვეყანაში მილიონზე მეტი „ფაიზერის“დოზა უნდა იყოს შემოტანილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში Pfizer-ის ვაქცინები შემოვიდა. რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს 15:00 საათიდან შეეძლებათ.











