„სინოფარმით“ ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში ზრდის დინამიკა შეინიშნება.
„შემიძლია გითხრათ, რომ ოდნავ ზრდის დინამიკა არის, მაგრამ არა ისეთი, რომელიც ჩვენ გვინდა. ამიტომ, მოწოდებები უნდა იყოს სულ, რომ დღეს არის Astrazeneca-თი 55 წელს გადაცილებულთა აცრის საშუალება და რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაეწეროს და აიცრას. მეორე, ასევე გადაწყვეტილია, რომ მალე ამოქმედდება ჩინური „სინოფარმით“ აცრები. დაიწყება 4 მაისიდან, რომლის 100 000 დოზაც არის ქვეყანაში“,- განაცხადა გამყრელიძემ.











