სოლიდარულები რომ ვიყოთ და ყველამ პირბადე ვატაროთ, იანვრამდე დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს დავზოგავთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ყველას უნდა მოეთხოვოს პასუხი, ვინც აღსრულებაზეა პასუხისმგებელი.
„უნდა აღინიშნოს, რომ მარტო შოლტის და მათრახის პრინციპი არ მუშაობს. უკვე ორი წელი გავიდა და უნდა გვესწავლა და ვისწავლოთ ის, რომ ეს უმარტივესი პირბადე როგორმე ყველამ ვატაროთ. ჩვენ ყველა რომ ვიყოთ სოლიდარულები და პირბადე ვატაროთ, მოსახლეობის 90-95-მა პროცენტმა, იანვრამდე დავზოგავთ კიდევ დაახლოებით 200-300 ადამიანის სიცოცხლეს, ხომ შეიძლება, ეს შევიგნოთ, გავითავისოთ და გავაკეთოთ. მარტო ის, რომ დაგადგეთ თავზე, გინდა თუ არა დაგაჯარიმოთ, დაგიჭიროთ, არ მუშაობს“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:
- 8-თვიანი დუმილის შემდეგ კასპში მეუღლის მკვლელობის საქმის ფიგურანტი ალაპარაკდა – ქეთევან ჩხაიძის წერილი ციხიდან
- საბავშვო ბაღში ჩემი საუკეთესო მეგობარი ვანო ჩხარტიშვილის შვილი იყო, მიშას ეს არ სიამოვნებდა, სანდრას პირიქით – ედუარდ სააკაშვილი
- ჯერ ადუღებული ზეთი შეასხეს, ახლა კი ცეცხლი გაუხსნეს – „კანონიერი ქურდის“ ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობა
- საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველა ვეღარ ისარგებლებს – „ამოქმედდა 3G წესები“ (გერმანია)
- ექსპერიმენტულმა საღეჭმა რეზინმა კორონავირუსი, შესაძლოა, 95%-ით შეაჩეროს – გიორგი ფხაკაძე











