თუ ანამნეზში გაქვთ ანაფილაქსიური რეაქცია, მძიმე ალერგიული რეაქციები, მაშინ რა თქმა უნდა ექიმი თავს იკავებს აცრისგან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„თუ ანამნეზში გაქვთ ანაფილაქსიური რეაქცია, მძიმე ალერგიული რეაქციები, მაშინ რა თქმა უნდა ექიმი თავს იკავებს აცრისგან. საუბარია არა მხოლოდ კოვიდის აცრაზე, არამედ სხვებზეც. ალერგია არ წარმოადგენს აცრის აბსოლუტურ წინააღმდეგ ჩვენებას. არც ერთი ქრონიკული დაავადება, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა, სადაც მძიმე იმუნოდეფიციტებია, არ წარმოადგენს აცრის წინააღმდეგ ჩვენებას. პირიქით, ქრონიკული დაავადებების დროს ვურჩევთ, რომ აიცრან, რადგან კოვიდს აქვს გართულებები და ყველაზე მოწყვლადები სწორედ ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.











