დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მარტის დასაწყისამდე ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინა შემოვა.
„გვიან გაზაფხულზე, COVAX-პლატფორმაზე იქნება დაახლოებით, ხუთი ვაქცინა. საქართველოს იმ პირობით აქვს ფული გადახდილი და ისეთი ხელშეკრულება გვაქვს, რომ შეგვიძლია, ავარჩიოთ ვაქცინა. პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, რომ თებერვალში, მარტის დასაწყისამდე, შემოვა Pfizer-ის ვაქცინა. შემდეგ AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია. ამ ეტაპზე, რუსულ ვაქცინას არ აქვს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და არც სხვა მარეგულირებლების ავტორიზაცია. ის COVAX-პლატფორმაზე განთავსებული არაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











