დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში რემდესივი დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში იქნება.
„მხოლოდ კლინიკაში, მხოლოდ მძიმე პაციენტებთან… სამინისტრო ფინალურ ეტაპზეა მის შესყიდვაზე, დაახლოებით ოქტომბრის ბოლოს ნოემბრის დასაწყისში იქნება” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1759 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, დღეს გამოჯანმრთელდა კიდევ 350 ადამიანი, ასევე გარდაიცვალა 5 პაციენტი.











