13 მარტს, დილით, თუ განრიგით მოხდა ყველაფერი ისე, როგორც არის მოწოდებული ინფორმაცია, ვაქცინა შაბათ-კვირას განაწილდება,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს ყველა სამედიცინო პერსონალის მონაცემები, რეგიონების, მუნიციპალიტეტების, ქალაქების მიხედვით და შესაბამისი პროპორციებით, ეს ვაქცინა გადანაწილდება საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებზე“, – განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინა დაჩქარებული წესით, შაბათს, 13 მარტს შემოვა.











