პროკურატურა საკუთარ აბსურდულ ვერსიას ალბათ იმიტომ ამტკიცებს, რომ ტრაგედიის დღიდან, შეიქმნა საზოგადოებრივი წარმოდგენა, რომ რაკი „კამრის“ მგზავრები იქ იყვნენ, ე.ი. ბიჭი მათი მოკლულია.
100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩემი ძმა უდანაშაულოა, – ამის შესახებ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაში ბრალდებულის ძმამ, ვახო რევაზიშვილიმა „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ერთ ადამიანსაც კი ვერ მოძებნით, ვისთვისაც ჩემს ძმას როდესმე შეურაცხყოფა მიუყენებია ან ხელი დაურტყამს. უკონფლიქტო ადამიანია. ძალიან კომუნიკაბელურია. ბევრი ნაცნობი ჰყავს, მეგობარი.
დასაქმებულია, ცოლი ჰყავს, ორი შვილი და როგორ წარმოგიდგენიათ, რომ უცნობი ადამიანების გამო, მთელ ცხოვრებას დაინგრევდა და ასეთ საშინელ დანაშაულს ჩაიდენდა? ის, რასაც ჩემი ძმა ყვება, ასახულია გარე-კამერების მიერ დაფიქსირებულ კადრებში. განაგრძეთ კითხვა











