საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე ბათუმში „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზით აიცრა.
მან პოზიტიურად შეაფასა ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მასშტაბით პედაგოგთა 46% ვაქცინირებულია. მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის ეკატერინე დგებუაძემ თითოეულ მასწავლებელს მადლობა გადაუხადა.











