fbpx
29/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

განათლების მინისტრმა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დააწესა

16:37 თებერვალი 13, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა აკადემიკოს თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია დააწესა. ინფორმაციას  განათლების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, თამაზ გამყრელიძის სახელობის პრემია ენათმეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისა და წვლილისათვის გაიცემა. პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა ენათმეცნიერების მიმართულებით მოღვაწე დოქტორის ხარისხის მქონე საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებს შეეძლებათ. ხაზგასასმელია ისიც, რომ თვითონ კონკურსს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი გაუწევს ორგანიზებას.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თამაზ გამყრელიძის სახელობის კაბინეტიც გაიხსნება, სტუდენტებისათვის კი, მისი სახელობის სტიპენდია დაწესდება.

„აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე გახლდათ ევროპის აკადემიის პირველი ქართველი ნამდვილი წევრი, ასევე არჩეული იყო ბრიტანეთის, ავსტრიის, საქსონიის მეცნიერებათა აკადემიების, ამერიკის ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად. ის წლების განმავლობაში იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი და მისი საპატიო პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლომდე. სამოცდაათწლიანი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მან არაერთი თაობა აღზარდა. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ასევე მრჩეველთა საბჭოს წევრი.

თამაზ გამყრელიძემ უაღრესად მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, სწორედ მან მოაწერა ხელი 1991 წლის 9 აპრილს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს”” – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თამაზ გამყრელიძე მიმდინარე წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა.

თეგები: განათლების მინისტრითამაზ გამყრელიძემიხეილ ჩხენკელი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

დეკემბერი 1, 2021
771
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი – ჰარვარდის უნივერსიტეტის პრორექტორმა მიიწვია ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელმწიფო მართვის სკოლაში ლექციის წასაკითხად

სექტემბერი 25, 2021
766
საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელი- ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ თანამშრომლობის პერსპექტივაზე და დავსახეთ გზები, თუ როგორ შეიძლება იყვნენ ჩართულები ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო-კვლევით პროცესში

სექტემბერი 25, 2021
766

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია