fbpx
17/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

განათლების მინისტრმა ევროპის უნივერსიტეტში საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა

13:05 თებერვალი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
831
ნახვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ევროპის უნივერსიტეტში, რექტორთან ნინო ტალიაშვილთან ერთად, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზი გახსნა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ევროპის უნივერსიტეტში აკადემიური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზეა ორგანიზებული. დღეს გავხსენით იმიტირებული სასამართლოებისთვის განკუთვნილი დარბაზი, მოვინახულეთ არქეოლოგიური მუზეუმი, ასევე მედიცინის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის სწავლის თვალსაზრისით. ასევე ძალიან საინტერესოა, რომ მაღალ დონეზეა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. როდესაც სტუდენტები აუდიტორიაში დაბრუნდებიან, ყველა პირობაა დაცული სამედიცინო პროტოკოლის თვალსაზრისით, რომ უსაფრთხო გარემოში გაგრძელდეს სასწავლო პროცესი“ – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

„ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს „საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“. 2021 წელი საქართველოს კონსტიტუციის წლად გამოცხადდა და 100 წლისთავის ფარგლებში დაიგეგმა სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციის სახელობის დარბაზის გახსნა ევროპის უნივერსიტეტში. ასევე, შევქმენით ელექტრონული პლატფორმა, სადაც განვათავსეთ ვიდეორგოლები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციას შეეხება და საზოგადოების ფართო ფენებში მის პოპულარიზაციას ემსახურება“ – ნინო ტალიაშვილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მინისტრმა ევროპის უნივერსიტეტში არსებული არქეოლოგიური მუზეუმი დაათვალიერა, სადაც გვიანი ბრინჯაოს პერიოდიდან ადრეულ შუა საუკუნეებამდე სხვადასხვა დროს აღმოჩენილი არტეფაქტებია თავმოყრილი. ამასთან ერთად, მიხეილ ჩხენკელმა მედიცინის კორპუსიც მოინახულა. წყაროს ცნოობით, კორპუსში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და სიმულაციური ცენტრია განთავსებული.

“მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის სახელობის დარბაზის პრეზენტაცია იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც ევროპის უნივერსიტეტი ახორციელებს. პროექტმა „საქართველოს კონსტიტუცია 100 წლისაა“ საზოგადოებას გააცნო ადამიანები, ვისი ცხოვრების მთავარი ან გარდამტეხი მოვლენებიც, შემოქმედებითი თუ პოლიტიკური თავისუფლება, დემოკრატიული ღირებულებები და არჩევანი, კონსტიტუციამ განსაზღვრა.

ევროპის უნივერსიტეტმა 2021 წელი კონსტიტუციის წლად გამოაცხადა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის კონსტიტუციის მნიშვნელობას, ცოდნასა და პატივისცემას.

აღსანიშნავია, რომ საარქივო ფოტოების გარდა, საპრეზენტაციო კედელზე კონსტიტუციის ის მნიშვნელოვანი ფრაგმენტებია წარმოდგენილი, რომლებმაც 1921 წლიდან დღემდე, სახელმწიფოებრივი სრულყოფის პროცესში განსაკუთრებული გავლენა იქონიეს” – წერია განცხადებაში

თეგები: განათლების სამინისტროევროპის უნივერსიტეტიმიხეილ ჩხენკელი

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 8, 2021
763
მთავარი ამბავი

განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

დეკემბერი 4, 2021
824
პოლიტიკა

პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, მიხეილ ჩხენკელს მოუსმენენ

დეკემბერი 1, 2021
771

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია