პანდემიის პირობებში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ უმაღლესი განათლების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა პანდემიის პირობებში, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხრიდან სტუდენტებისა და მათი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდა. შედეგად, სტუდენტთა 1/3 -ს სრულად ან ნაწილობრივ უფინანსდება სწავლის გადასახადი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება განმარტავს, რომ ამისათვის, სამინისტროს ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 96 მილიონი ლარია განსაზღვრული.
„მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის დაწყებიდან, არსებულ საგრანტო პროგრამებს დაემატა ახალი ინიციატივები. ამასთანავე, უნივერსიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია სტუდენტთა სწავლის საფასურის გადახდის საშეღავათო პოლიტიკასთან დაკავშირებით. შედეგად, სწავლის გადასახადი გადავადდა ან შეთავაზებულ იქნა გადახდის მოქნილი ინდივიდუალური გრაფიკი“ – აღნიშნულია განცხადებაში.
სამინისტრო განმარტავს, რომ პრემიერმინისტრის ინიციატივით, სოციალური დახმარების ფარგლებში (150 000 ქულა და ნაკლები) 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სწავლის საფასური დაუფინანსდა 15 015 სტუდენტს, ხოლო2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დავალიანება 1 588 სტუდენტს აუნაზღაურდა. გარდა ამისა, უმაღლეს საგანმანათლებლო ბაზებზე დაყრდნობით, 2020 წლის პირველი ნოემბრისა და 15 ნოემბრის მდგომარეობით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების სამინისტროს მიერ გადაირიცხა 55 589 სტუდენტის საგრანტო და პროგრამული დაფინანსება.











