როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული კვირის, 17-25 აპრილის, მონაცემებით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,01%-ს დაუდასტურდა.
„როგორც ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს საჯარო სკოლებშიც კოვიდსტატისტიკის მაჩვენებელი იზრდება. პარალელურად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში გამკაცრდა ჰიგიენის ნორმების დაცვაზე კონტროლი, რათა სააღდგომო არდადეგების დაწყებამდე, ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან,
მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით, ამ ეტაპზე, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 74 სკოლა და 191 ცალკეული კლასია. გაზრდილია რისკის ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობაც, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნაზე შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე, დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 123 მასწავლებელი იმყოფება. ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.











