“გაქვთ თუ არა წარმოდგენილი, როგორ შეიძლება, ავამუშავოთ კულტურული დიპლომატია შემდეგ ეტაპზე, როცა თქვენ იქნებით პრემიერმინისტრი, გვაქვს თუ არა რესურსები ამისთვის?” – ამ კითხვით პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.
ცნობისთვის, დღეს, 22 თებერვალს პარლამენტი ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას უყრის კენჭს.
ამ წუთებში ირაკლი ღარიბაშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე სიტყვით გამოდის. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებისა და ქვეყნის მთავარი გამოწვევების შესახებ საუბრობს











