fbpx
12/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„გარდამტეხი, ისტორიული მომენტია… ყველა საქმე გადადეთ“ – გიგი უგულავა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

18:43 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
791
ნახვა

„ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდებს. უგულავამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას აუცილებლად შეძლებს.

„მეგობრებო, მინდა აქტიურობისკენ მოგიწოდოთ. ახლა, ყველა საქმე უნდა გადავდოთ, იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული გარდამტეხი მომენტია. ვხედავთ, რომ ხელისუფლება გადასულია პირდაპირ ძალადობაზე. ამ ძალადობის შეჩერების ერთადერთი პრევენციაა მოქალაქეების კიდევ მეტი აქტიურობა, იმიტომ, რომ როდესაც ბევრი ადამიანია, ვერავინ ვეღარ გაბედავს ვერაფერს. მე მინახავს ასეთი ძალიან ბევრი კუნთმაგარი, რომელიც ხალხის წინაშე ძრწის და თრთის.

ამიტომ, გადადეთ ყველა საქმე, ვერაფერი იქნება ამაზე დიდი, მეგობრებო. გარდამტეხი, ისტორიული მომენტია. თუ გვინდა, რომ ჩვენ ვმართოთ კოვიდი და არა ის ჩაფლავებული სიტუაცია, რაც ჩვენ დღეს გვაქვს პანდემიასთან ბრძოლაში, თუ გვინდა გაუმჯობესებული კრიმინოგენული სიტუაცია და არა ეს კრიმინალი, რომელიც დღეს, დღის წესრიგს გვისაზღვრავს და ჩვენს არჩევანს გვპარავს, თუ გვინდა, რომ იყოს სამუშაო ადგილები და არა ის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც მილიარდერის მმართველობამ მოგვიტანა, ვითარება უნდა შევცვალოთ.

ნუ შეგვეშინდება ცვლილებების. ცვლილება არის წინაპირობა იმედის, მომავლის რწმენის, იმიტომ, რომ თუ არ იქნება ცვლილება, ჩვენ ყველა ერთად აღმოვჩნდებით ცუდ ვითარებაში და მნიშვნელობა აღარ ექნება ვინ ვისი მომხრეა. ყველა ერთ ჭაობში აღმოვჩნდებით. ძალიან დიდ ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება ჩვენი ქვეყანა, ამიტომ ვიაქტიუროთ. განსაკუთრებით მინდა „ევროპული საქართველოს” მხარდამჭერებს მივმართო, გამოდით, არ დაიზაროთ, ყველა საქმე გადადეთ. მინდა განსაკუთრებით ზუგდიდელებს მივმართო, დარჩენილია 2 საათი და გაქვთ შესაძლებლობა, რომ დაიბრუნოთ ის, რაც ივანიშვილმა წაგართვათ, ის არაშენებული პორტი და გაჩერებული მშენებლობა. ქალაქს დავუბრუნოთ თვითმმართველოს სტატუსი“, – განაცხადა უგულავამ.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე

თეგები: 2020 წლის არჩევნებიგიგი უგულავა

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

“კარგი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს ფასი გამოიყვანეს” – გიგი უგულავა ჯარიმაზე

დეკემბერი 1, 2021
988
სამართალი

გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა

დეკემბერი 1, 2021
789
სამართალი

გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

დეკემბერი 1, 2021
784

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია