fbpx
22/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას პატიმრობა შეეფარდა

15:34 თებერვალი 17, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
962
ნახვა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში   არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობისა ( საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი) და არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის “გ” და .დ” ქვეპუნქტებით) ბრალდებით დაკავებული ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ბაბუა სოლომონ ცეცხლაძის სასამართლო პროცესი გაიმართა.

პროცესის მონაწილე მხარეები სხდომას დისტანციურად ესწრებოდნენ.
გამოძიება ბრალდებულ 76 წლის სოლომონ ცეცხლაძეს  გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ფიზიკური შეურაცხყოფის მიაყენებას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილზე ედავება. კერძოდ,  სავარაუდოდ,  2020 წლის 10 დეკემბერს სოლომონ ცეცხლაძემ შვილიშვილს სახეში ხელი გაარტყა. 2021 წლის იანვარში ღამის საათებში კი მუშტები ჩაარტყა თავის არეში და ყელში ხელები მოუჭირა. ასევე იანვრის თვეში ღამის საათებში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. დაცვის მხარის განმარტებით კი ბრალი დაუსაბუთებელია. ამასთანავე ადვოკატმა დავით საფარიძემ განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მხოლოდ ერთ ეპიზოდს, დეკემბერში მომხდარ შემთხვევას, აღიარებს. ასევე აღნიშნა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მას გულის სტენდირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და გუშინ შეუძლოდ გახდა. დაჭირდა სამედიცინო დახმარების გაწევა. ადვოკატის განმარტებით არ არსებობს მიმალვის საფრთხე, სოლომონ ცეცხლაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან და 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ  ბრალდებულს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო პროცესი  6 აპრილს 14 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, 9 თებერვალს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში 14 წლის არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა ჩაიდინა. 10 თებერვალს პოლიციამ  16 წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 24 წლის ნიკა ტაკიძე დააკავა. 15 თებერვალს სამართალდამცავებმა გარდაცვლილი გოგონას ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე დააკავეს. გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

 

თეგები: 14 წლის გოგონას საქმე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

14 წლის გოგონას გარდაცვალება ძალიან მძიმე ფაქტია – ვახტანგ გომელაური

თებერვალი 14, 2021
934

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია