fbpx
16/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატები, გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ

13:05 მარტი 29, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
787
ნახვა

გარდაცვლილი ექთნის ოჯახის ადვოკატების განცხადებით, გამოძიებას მეგი ბაქრაძის ტელეფონს გადასცემენ.

მათივე თქმით, გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას მის მდგომარეობაზე.

„ყველაზე ცუდი მოხდა, ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა შესაძლებლობა, მოხდეს ხარვეზებისა და პრობლემების იდენტიფიცირება. მასობრივი ვაქცინაციის ფონზე ადამიანის გარდაცვალება უნდა იყოს უკანასკნელი პრობლემა. სწორედ ეს აინტერესებს ოჯახს, გაიგოს სიმართლე. ჩვენ გაწვდით ყველა ფაქტს, ინფორმაციას, იგივეს უნდა აკეთებდეს პროკურატურა.

ხუთი დღეა, არ მიგვიღია მათგან ინფორმაცია. მოლოდინი გვაქვს, რომ დღეს გავეცნობით სააგენტოსა და სამხარაულის ბიუროს დასკვნებს. უპირველეს ყოვლისა, გვეცოდინება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. რამდენიმე დღის წინ მოხდა ვაქცინაციის ზუსტი დროის იდენტიფიცირება. ვაქცინაციის დრო არის 12:30 საათი, როცა რეალურად 13 წუთზე მოხდა. გამოდის, რომ 32 წუთში გაეწია რეანიმატოლოგის დახმარება. ეს ეჭვქვეშ აყენებს დოკუმენტს და ფორმა 100-ს. „ასტრაზენეკას“ სჭირდება გარკვეული დოკუმენტაცია, ეს არის სამედიცინო ისტორია ახალციხის კლინიკიდან.

მინდა, ასევე ვისაუბრო ახლა მტკიცებულებაზე. ეს არის მეგის პირადი ტელეფონი, რომელიც დღემდე არ ამოუღია გამოძიებას. გარკვეული პირები აცხადებენ, რომ ფლობენ ზუსტ ინფორმაციას მის მდგომარეობაზე. გარდაცვალების შემდეგ არის კომუნიკაცია. მესიჯების შინაარსი მოიაზრებს იმას, რომ გარკვეული ინფორმაცია არსებობს. ჩვენ ამ მოწმეებს ვერ გამოვკითხავთ. გამოძიებამ უნდა შექმნას სრული სურათი“, – განაცხადა ვახტანგ ბარამაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა „იმედში“ მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

 

თეგები: მეგი ბაქრაძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

მეგი ბაქრაძის ადვოკატები პროკურატურას პაატა იმნაძის და ლევან რატიანის დაკითხვის მოთხოვნით მიმართავენ

აპრილი 13, 2021
811
სამართალი

მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

აპრილი 8, 2021
850
სამართალი

2 წელი კი არა, როგორც ადამიანის მკვლელობისთვის 16 უნდა მისცენ – მეგი ბაქრაძის ბებია

აპრილი 8, 2021
815

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია