fbpx
05/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

„გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა“ – ირაკლი ქადაგიშვილი

13:29 აგვისტო 10, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
823
ნახვა

„ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია თელავიდან დაიწყო. ღონისძიებას ესწრებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილია, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით წარსდგა.

„მე, ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა  ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

მე დღეს ბედნიერი ვარ,  რომ თქვენთან ერთად გატერებული 4 წელი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, საქმე, გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა.

ამიტომ, როდესაც დადგა ჩემი კანდიდატურა მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განიხილავ, როგორც  უკვე ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი,  უფრო აღჭურვილი  იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას  მისცემს  მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად,  სწრაფად, კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. რეგიონალური მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია,  უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტები განახორციელოს  რეგიონში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო გამრავლდეს,  უფრო ხელმისაწვდომი და  ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის.

ჩვენ რაც გვჭირდება ეს არის მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება. გამდიდრება საქართველოსი, ყველანაირად, სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად, იმიტომ რომ მხოლოდ მდიდარ,  განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია  იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით და მხოლოდ ასეთი ქვეყანა აერთიანებს  მომავალს, მთლიან საქართველოს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო მაგალითი მთელი საქართველოსთვის თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე, რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაერთიანებს და ჩვენ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის,“- განაცხადა ქადაგიშვილმა.

თეგები: ირაკლი ქადაგიშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკური სწრაფვა – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 24, 2021
888
პოლიტიკა

სააკაშვილის შიმშილობის ფორმა ისეთია, რომ მისი ჯანმრთელობა არ ზიანდება – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 16, 2021
800
პოლიტიკა

დიახ, ჩვენ გვეშინია, რომ ოპოზიციის უგუნურმა მოქმედებებმა კიდევ უფრო მძიმე შედეგებამდე არ მიიყვანოს პატიმრის და საზოგადოებრივი უსაფრთხოება – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 10, 2021
768

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია