სექტემბრის თვეში ჯამში 140-მდე სამედიცინო პერსონალი დაინფიცირდა“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მედპერსონალის ინფიცირების პროცენტული შემთხვევები საგრძნობლად არის შემცირებული და დღეის მონაცემებით არის 4.6%
„მსოფლიოში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების მაჩვენებელი მერყეობს ათიდან ოცი პროცენტის ფარგლებში. სექტემბრის პირველ რიცხვებამდე ჩვენთან ეს მაჩვენებელი იყო ათი-თორმეტი პროცენტის ფარგლებში. ჯამში, დაინფიცირებული იყო 140-მდე სამედიცინო პერსონალი, აქ ითვლებიან როგორც ექიმები, ექთნები, ისე უმცროსი სამედიცინო პერსონალი. მართალია, ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ჩვენ აბსოლუტურ რიცხვში სამედიცინო პერსონალის ინფიცირება გაგვეზარდა, მაგრამ პროცენტული მაჩვენებელი საგრძნობლად არის შემცირებული, ანუ, საერთო ინფიცირებულებში დღეს გვაქვს 4.6 პროცენტი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების.
ეს იმას ნიშნავს, რომ იმ ტრენინგებმა, რასაც ინტენსიურად ვატარებდით ზაფხულში და გრძელდება, ინფექციის კონტროლის ღონისძიებების გამკაცრებასთან დაკავშირებით, შეიძლება გარკვეული შედეგი გამოიღო. ხაზს ვუსვამ, აბსოლუტურ რიცხვში მაჩვენებელი გაზრდილია, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი საერთო ინფიცირებულებთან შემცირებულია“ – განაცხადა გამყრელიძემ.











