გასული 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსით 3 780 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ Guardian-ი ავრცელებს.
ინდოეთში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. ქვეყანა კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსის 20,665,148 შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდს 226,188 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.











