პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ, ხმამაღლა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ნება განახორციელოს მართლმსაჯულების რეფორმის შემდეგი ეტაპი, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა. ვიცე-პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ამ თვალსაზრისით ძალიან თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს.
„თქვენ იცით, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღა ხორციელდება. თვალსაჩინოა შედეგი, რომელიც გვაქვს სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით. თუნდაც ის ფაქტი, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან მიმართვიანობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით არის ხელშესახები პროგრესი. თუმცა, ეს პროცესი დასრულებული არ არის. რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ რეკომენდაციებს, რომელიც გვაქვს მიღებული ჩვენი პარტნიორების და მათ შორის ვენეციის კომისიის მხრიდან, იმისთვის, რომ სასამართლო სისტემა კიდევ უფრო მეტად დამოუკიდებელი და ტრანსპარენტული გახდეს“, – განმარტა ზალკალიანმა.











